ვერაფრით ამოვხსენი რებუსი, რას ნიშნავს, მეორე ლუქსემბურგი უნდა გავხდეთო, რომ გასცა საარჩევნო დაპირება პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა. – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი.
“ვერაფრით ამოვხსენი რებუსი, რას ნიშნავს, მეორე ლუქსემბურგი უნდა გავხდეთო, რომ გასცა საარჩევნო დაპირება პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა. ჯუჯა სახელმწიფოა, კახეთზე ოთხნახევარჯერ პატარა, ერთ სულზე მშპ-ს ოდენობით ნომერ პიეველია მსოფლიოში, 28-ჯერ მეტი აქვს საქართველოსთან და 3-ჯერ მეტი საფრანგეთთან შედარებით. არის საბანკო ოფშორი, სადაც განლაგებულია მსოფლიოს 200 წამყვანი ბანკი. საქართველოში მხოლოდ ერთი იყო ასეთი და ისიც გაიქცა. ნებადართულია კაცის კაცზე ქორწინება. პრემიერ მინისტრიც კაცზეა ოფიციალურად დაქორწინებული.
მოკლედ, ვერაფრით მივაკვლიე ხელჩასაჭიდ მსგავსებას.
სინგაპური გვინდა გავხდეთო რომ ვამბობდით, ამას ხომ არ ბაძავს მეთქი, მაგრამ სინგაპურში რასაც ვგულისხმობდით ნათელი იყო-მინიმალური ნებართვები და ზოგადად მეტი თავისუფლება ბიზნესის კეთების საქმეში.
იქნებ იმას გულისხმობდა, რომ ლუქსემბურგი კონსტიტუციური მონარქიაა, ე.წ. დიდი ჰერცოგი ჰყავს, რომელიც მართავს მთავრობას? მაგრამ ის კაცი ღიად მართავს ნაქირავებ სასტუმროში განთავსებულ მთავრობას, ეს კი ვერ გაიგებ რომელი რეზიდენციიდან გასცემს ბრძანებებს ფარულად. ვერაფერი გავიგე! თქვენ? – წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი.
კომენტარები