თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“ამ გამცხადებას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას ზუსტად რომ არ ვიცოდე ვერასოდეს გაბედავდა რამე მსგავსის თქმას რომ არა ბატონთან საუბრიდან გამოყოლილი ემოცია, სათქმელი, გზავნილი …
– რომ არ მქონდეს რწმენა რომ ოცნების იმ ნაწილის ოქროს ხანაა ვისაც არც არასოდეს უნდოდა, არასოდეს სჯეროდა, არასოდეს უბრძოლიათ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის…
– რომ არ მეშინოდეს, რომ ეს განცხადება მხოლოდ პრელუდიაა (დღეს კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში), ოფიციალურ დონეზე დიდი ანტიდასავლური რიტორიკის დასაწყისისა;
– რომ არ ვიცოდე როგორ წალეკავს ქვეყანას ყველა აქამდე დათრგუნული, მაგრამ არ გამქრალი პრორუსული, ანტი/დემოკრატიული, საბჭოური მანკიერება;
მოკლედ დღეს ეს განცხადება არც არაფერია, ჩალის ფასია, ერთი უგუნური ამოძახილია, მაგრამ ხვალ შეიძლება ქვეყანაში ღიად განცხადებული ოფიციალური ტრენდი გახდეს და ამაზე უნდა ვიფიქროთ.”
კომენტარები