ქუთაისში მძღოლები საწვავის ფასის მატებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ საჭირო გახდება, ყველა დღე მოაწყობენ აქციას: “ელემენტარული ყურადღება მოგვაქციონ და სახლში მისულებს საწვავი გაზრდილი არ დაგვხვდეს.“
გოგი წულაია:
“თუ ფასების მატება ასეთ ტემპებში გაგრძელდა, ეს უკვე არის კატასტროფა. ვერავინ ვერ დამიმტკიცებს, რომ ყოველ ღამე რაღაც ზეცაში ხდება და საქართველოში ყველა დილას უნდა მეიმატოს ბენზინის ფასმა. ამას ეკონომიკური ახსნა არა აქვს. “
კომენტარები