სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო სანაძე, წერს:
“შევდივარ მაღაზიაში ვერმიშელი მინდოდა მეყიდა და ვიღაც გოგო მთავაზობს დიდი პარკით ვერმიშელს, ბევრი არ უძებნია, საიდანღაც ძლივს ამოათრია დიდი პარკი
და აწერია კორონა…
წადი შვილო, მაგხელა პარკით ოქრო რო მომაწოდო და კორონა ეწეროს არმინდა-თქო, რატო ქალბატონო ფასდაკლებაში გვაქვსო, მომეშვი შვილო, გადავიფიქრეთქო, არა ნუ გეშინიათო მომდია კარებამდე, ვააახ, რა დავაშავე, წადი შვილო თავი დამანებე ვიღაცახარ, გაგეხუმრე, თევზი მინდოდა და სულ ამრიეთქო, უი საუკეთესო თევზი გვაქვს კორნიუსიო, წადი შვილო გიჟი ხარ, მომეშვი, თავი დამანებე, შენ შოკოლადი კორონაც გექნება, მაგრამ რო მაჩუქო არ გამოგართმევთქო, ეხლა ის სახლში მივა და რეებს მოყვება ალბათ ჩემზე…რა ცოდვა მქონდა ასეთი, ვერმიშელი მინდოდა და კიღამ ინფარქტი ამკიდა, ჩემს ნერვებს ის გოგო უნდოდა კიდე ?”
კომენტარები