თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი, “რუსთავი2”-თან ამბობს:
“თუ არ იქნა ვაქცინაცია მასიური, ვერ წარმოიშობა სამწუხაროდ პოპულაციური იმუნიტეტი, ამიტომ სულ გვექნება პერიოდი აღმავალი პიკი და დაღმავალი. რომ არ მოხდეს ტალღისებურად ინფექცია, არ მიიღოს ამან რასაც ჰქვია სპორადული ხასიათის ინფექცია, ჯერ ამაზე ლაპარაკი შორსაა, თუმცა ამიტომ უნდა მოხდეს ინფექციის ლიკვიდაცია.
ძალიან მეშინია ხოლმე ამას ვამბობ, მაგრამ დადგება პერიოდი, თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანას საექიმო საზოგადოება, კოვიდთან მებრძოლი ძალიან მალე არ ეყოლება. თუ ასე გაგრძელდა მოჭარბებულ, მოზღვავებულ პაციენტებს ეს საექიმო რესურსი ვერ გაუძლებს და დადგება დრო, რასაც კოლაფსი ჰქვია ჩვენდა სამწუხაროდ და ვერც ერთი ვერ გადავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა”
კომენტარები