ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:
,,2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყველას მოვუწოდებდი, თავი შეეკავებინათ მმართველი პარტიისგან მხარდაჭერილ კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზე ბინძური თავდასხმებისგან.
მოვუწოდე არაერთხელ, სხვადასხვა ტელევიზიის ეთერით, ფეისბუქით!
არ შეისმინეს!
მეორე ტურის წინ მმართველმა პარტიამ ისეთი მიასხა ოპოზიციასაც და მის ფავორიტ გრიგოლ ვაშაძესაც, დღემდე იწმენდენ და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გასუფთავდნენ!
ვერც მოიწმენდენ!
ახლა, “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პირველი მოსმენით მიღების და მეორე მოსმენით ჩაგდების წინ და შემდეგ აღარაფერი მითქვამს, არ გამიფრთხილებია!
ჰოდა, ისევ აიშვეს!
მეტიც, – ქვეყნის აყირავება მოინდომეს!
აგრესიულმა რადიკალებმა მხოლოდ ტელეეთერებში კი არა, პარლამენტის შენობაში დაიწყეს მხრების თამაში, – უმრავლესობის წევრები ჩვენი შიშით კომიტეტების სხდომებსაც ვერ ატარებენო!
და დღეს გამოჩნდა, რომ ვისაც მხრების და ერთი ადგილის თამაში ეროვნული სპორტი ჰგონია, პარლამენტში მხრებიც გაუსწორეს და დააპანჩურეს კიდეც!
რატომ არ გავაფრთხილე?!
ლეგიტიმური კითხვაა!
არ იმსახურებდნენ და იმიტომ!
პასუხიც ლეგიტიმურია!”
კომენტარები