ჟურნალისტი, გრინ ბარეტი:
“მედალს რომ ორი მხარე აქვს და პირველი მხარე კი ისაა, – არაკაცმა ყოფილმა სამხედრომ უდანაშაულო ხალხი რომ დახოცა და თავიც მოიკლა, – აი სწორედ მაგ “მედლის” მეორე, არაპოპულარული მხარე მინდა დაგანახოთ და ორიოდ სიტყვით საკუთარი (არაპოპულარული) აზრი მოგახსენოთ:
ახალგაზრდა კაცს რომ სპეცნაზელად, სნაიპერად, ფაქტობრივად ცივსისხლიან მკვლელად გამოზრდი, იმიტომ რომ სამშობლოს ასე სჭირდება, (და ვადასტურებ, რომ ნამდვილად სჭირდება) – მერე, როცა სახლში უშვებ, – მას სხვანაირი, განსაკუთრებული, სენსიტიური მოვლა-მოპყრობა სჭირდება, როგორც მატერიალური, ასევე მორალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით…
და როცა უკვე თავად მას, ნაადრევ პენსიონერს, სჭირდება სამშობლო, ხოლო ეს სამშობლო მას 21 და გინდაც აწ უკვე “გაზრდილი,” 100 (ას) ლარიანი სამარცხვინო პენსიით შეურაცხყოფს, – სწორედაც უნდა ელოდო, რომ ფსიქიკა შეერყევა, სმას ან წამალს მიჰყოფს ხელს, ჯერ ჩაიკეტება, გამარჯობას არ გეტყვის, მერე გააფრენს, გარეკავს, ერთ დღესაც აივანზე გადმოდგება და უდანაშაულო ხალს დახოცავს…
ან სულაც თქვენ მოგივარდებათ და გაგჟუჟავთ რამდენსაც მოგიხელთებთ და მოასწრებს, ვიდრე გააცნობიერებს რა ჩაიდინა ან სულაც გაუცნობიერებლად ტყვიას იკრავს შუბლში, თქვენ კი მას, როგორც ტერორისტს, – დაღუპულთა სტატისტიკაშიც კი არ იანგარიშებთ, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში შესაძლოა ისეთი გმირობებიც ჰქონდეს ჩადენილი, რასაც თქვენ სიზმარშიც კი ვერ გაბედავთ.
ამიტომ… არავის არ სჭირდება და არც არაფერს უშველის გულაჩუყებული სამძიმრის სიტყვები, მკვდრებს ვერ გააცოცხლებს და ჭირისუფლებს ვერ უწამლებს.
ხალხს მიხედეთ!!! პირველ რიგში თქვენს და სამშობლოს სამსახურში ჩამდგარ ხალხს!!! მათი, როგორც გამოყენებული და უსარგებლო ნივთების სანაგვეზე გადაყრას, პოტენციურ მკვლელებათ გარდაქმნის მავნე პრაქტიკას შეეშვით, თორემ მითქვამს და გაგახსენებთ მერე, – კიდევ არაერთხელ დაგიბრუნდებათ ცუდად…
თან ძალიან ცუდად…
აი, ეს არის მეორე მხარე, რაზეც სამწუხაროდ, ქმედით ნაბიჯებს რომ თავი დავანებოთ, – ლაპარაკითაც კი არავინ იწუხებს თავს.
/გრინ ბარეტი/”
კომენტარები