ფოტო – ტვ პირველი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ტვ პირველს“ თხოვნით მიმართავს და ტელეკომპანიისგან „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის გაყალბების ამსახველი კადრების გადაცემას ითხოვს.
მოგმართავთ თხოვნით, რომ მოგვაწოდოთ პარლამენტის სხდომათა დარბაზის ვიდეოკადრები, რომელიც თქვენმა მედიაჯგუფმა გადაიღო 2023 წლის 3 ივლისს, 16:10 საათიდან 16:40 საათამდე შუალედში, პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების დაძლევის კენჭისყრისას,“ – წერია ადმინისტრაციის მიმართვაში.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით რომ პროცედურული დარღვევებია, ამაზე გირჩის ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი რამდენიმე დღეა, საუბრობს. დეპუტატის ინფორმაციით, ვეტოს დაძლევას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 2 იყო “ევროპული სოციალისტებიდან” და 9 “ხალხის ძალიდან”. შესაბამისად, “ქართული ოცნების” მხარეს ვეტოს დასაძლევად 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად “ოცნების” მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა.
კომენტარები