NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი:
“NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ხვალ, ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გაიმართება. პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში სასტიკმა ინტერვენციამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. ჩვენ ჩამოვწერეთ რუსეთის ტყუილების სია. ისინი იფიცებოდნენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდნენ, თუმცა შეიჭრნენ, იფიცებოდნენ, რომ ჯარებს გაიყვანდნენ, თუმცა კიდევ უფრო მეტი ჯარი გამოაგზავნეს, იფიცებოდნენ, რომ მოქალაქეებს დაიცავდნენ, თუმცა ისინი ადამიანებს კლავენ, ახლა კი, უკრაინაში არსებულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ქიმიურ იარაღზე იფიცებიან – ესეც მორიგი ტყუილი.
ვღელავთ, რომ მოსკოვს შეუძლია მოაწყოს ცრუ ოპერაციები, მათ შორის ქიმიური იარაღის ჩათვლით. უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის, ისინი იცავენ სამშობლოს და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ.
ხვალ ჩვენ შეხვედრას უკრაინის თავდაცვის მინისტრი შემოუერთდება, ასევე შემოგვიერთდებიან სხვა პარტნიორები, მათ შორის საქართველო, ფინეთი შვეიცარია და ევროკავშირი”
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები