რეჟისორი გოგა ხაინდრავა დონალდ ტრამპის საქმეს „ტვიტერზე“ ეხმაურება:
„სამძიმარი.
ჩვენო გულმხურვალე პარტნიორებო! ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ 2023 წლის 4 აპრილს, ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკ სიტის საოლქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა პალატაში, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ამერიკული დემოკრატია. ბატონებს – ჯო ბაიდენს, იან კელის და ადამ კინზინგერს, ქალბატონებს – ნენსი პელოსის, ჯინ შახინს და კელი დეგნანს, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი! ვგლოვობთ თქვენთან ერთად! ქედმოხრილი ქართველი უკუღმა მედასავლეთეები, შალიკოს ფანჩატურიდან. ქ.თბილისი. საქართველო. 4 აპრილი 2023 წელი“
კომენტარები