ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ემიჯნება და საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას გმობს.
განცხადება საჯარო მოხელემ სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა.
„მიმაჩნია,რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რამეთუ ეს არა მხოლოდ ჩვენი სურვილია, არამედ ჩვენი წინაპრების საუკუნოვან მისწრაფებას წარმოადგენს.
ასევე ერთგული ვრჩები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ, სადაც მკაფიოდ არის ჩანაწერი, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი და მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ამ გზაზე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, ყველა ძალისხმევას უნდა მივმართოთ, რომ აღსრულდეს ნება ქართველი ერისა. წინ ევროპისაკენ!“ — წერს მიხეილ ბუცხრიკიძე.
კომენტარები