პრემიერმა ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, თქვა, რომ ტერორიზმს გმობს, თუმცა, თქვა ისიც, რომ თუ ომით ვერ მოგვარდება საკითხი, მხარეებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ. რამდენად აქვს აზრი ტერორისტებთან მოლაპარაკებებს, ამაზე ღარიბაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი:
“კიდევ ერთხელ მინდა მოგახსენოთ, რამდენად შეშფოთებულები ვართ ამ ომებთან დაკავშირებით, კრიზისებთან დაკავშირებით, რასაც მსოფლიოში ადგილ აქვს, ავტორმა კითხვისა აღნიშნა მიმდინარე კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, ჰამასსა და ისრაელს შორის, საქართველო გმობს ტერორიზმს. ტერორისტულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე და თავიდან რაც ვთქვი, იმის გამეორება მსურს – ქვეყნებს სჭირდება გადაწყვეტილება, თუ თქვენ ვერ მოაგვარეთ ომით საკითხი, უნდა დაჯდეთ და მოლაპარაკება აწარმოოთ. ეს გახლავთ ჩემი საბოლოო პოზიცია.”
კომენტარები