აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას:
“ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად.
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური.
მას შემდეგ რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები.”
ამ წუთებამდე, ბათუმის მერიის გვერდზე სოციალურ ქსელში, არც ერთი განცხადება არ გავრცელებულა.
კომენტარები