მაია ასათია ნოე სულაბერიძის გადაცემაშია სტუმრად, ტვ იმედში:
12 წელია აქ, ამ ტელევიზიაში ფეხი არ დამიდგამს! – ასე დაიწყო მაია ასათიანმა საუბარი. მან ბევრ რამეზე ისაუბრა, მათ შორის მამასთან ურთიერთობაზე:
მამას ჩემი შვილის, ნუცას პანაშვიდზე მოსვლა ავუკრძალე… როდესაც მამა მოკვდა, ეს ამბავი დედამ გამაგებინა. დავფიქრდი, უნდა წავსულიყავი თუ არა პანაშვიდზე. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ წავედი. დედაჩემი გამომყვა…. მოკვდა ადამიანი, ჩემი ბიოლოგიური მამა, ჩემი გენეტიკური კოდის 50% და მე ვერაფერს განვიცდიდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წუთი არ გვიცხოვრია ერთად, მე საოცრად ვგავდი მას… ვუყურებდი მიცვალებულს და არაფერს განვიცდიდი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს კავშირი არ დაირღვეს. მე მას ვაპატიე, ვაპატიე და გავუშვი ის ტკივილი ჩემგან. არ ვნანაობ რომ სიცოცხლეში არ ვაპატიე…
კომენტარები