რამზან კადიროვს საჯარო ბოდიში მოუხადეს იმ მოზარდის მამამ და ნათესავებმა, რომელმაც ინსტაგრამის ერთ-ერთ კომენტარში შაითანი (ავსული) უწოდა ჩეჩნეთის ლიდერს. პატიების ამსახველი ვიდეო სახელმწიფო ტელეარხმა „გროზნომ“ გაავრცელა.
15 წლის სკოლის მოწაფის მამა პატიებას ითხოვს შვილის „არასწორი აღზრდისთვის“ და პირობას დებს, რომ მას სერიოზულად მიხედავს. ვიდეოზე თავად მოზარდი მამის გვერდით ზის. ამავე თემაზე მომზადებულ სიუჟეტში უჩვენეს ხუთი მამაკაცი, რომლებიც თავს უწოდებენ მოზარდის ნათესავებს და აცხადებენ, რომ სცხვენიათ მისი საქციელის გამო.
ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „გროზნოს“ თანხმად მოზარდი წარმოშობით არის დაღესტნიდან და ამჟამად მამასთან ერთად მოსკოვის მახლობლად, დაბა ჩეხოვოში ცხოვრობს.
17 მაისს რამზან კადრივი პირდაპირ ეთერში საუბრის დროს დაიმუქრა იმ კომენტატორის განადგურებით, რომელმაც მას „შაითანი“ უწოდა.
ვიდეოკამერის წინ საჯარო ბოდიშის მოხდა გავრცელებულ პრაქტიკად იქცა ჩეჩეთში, სადაც რამზან კადიროვის კრიტიკოსთა ნათესავები ძალიან ხშირად დამცირების და საჯარო გაკიცხვის ობიექტები ხდებიან.
რთულია, ამ ვიდეოს ნახვისას, არ გაგახსენდეს, ის ცნობილი ჩანაწერი, სადაც ბერა ითხოვს ბოდიშის მოხდა გინებისთვის, პრემიერი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ 15 წლის მოზარდი, მეორე დღეს სკოლაში ჩაფსმული წავა.
ვინ ვისგან სწავლობს, კადიროვი ღარიბაშვილ-ივანიშვილისგან, თუ პირიქით, ვერ გეტყვით.
კომენტარები