შეიქმნა ახალი სამოქალაქო მოძრაობა ადამიანებისგან, რომლებიც დღემდე პოლიტიკაში არასოდეს ყოფილან – “ალტერნატივა”. გუშინ, 13 აპრილს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში “ალტერნატივას” წევრები წარსდგნენ და თქვეს, რომ მათი მიზანი პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენაა. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ მოძრაობას, რომელიც მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება.
“ეს არ არის ჩვენი პატარა წრის გადაწყვეტილება [მოძრაობის დაფუძნება], ეს არის ხალხის გამოძახილი, რაზეც რეაგირება გვქონდა. უხეშად რომ ვთქვათ, როცა იქმნება მოთხოვნა, შენ მიწოდება უნდა უზრუნველყო. მოთხოვნა ამ წუთას არის, რომ დაუსრულებელი ციკლი, როდესაც ერთი და იგივე სახეები სხვადასხვა ფორმით არიან პოლიტიკაში, სხვადასხვა პარტიის სახელით, სხვადასხვა პერიოდით იღებენ მართვის სადავეებს და შემდეგ გადადიან ოპოზიციაში ან დაბრუნების სურვილი აქვთ, ამ ყველაფერს აქვს გონივრული ვადა, ანუ როდესაც ეს უნდა დასრულდეს.
იმიტომ, რომ ჩვენი გადასახედიდან, შეუძლებელია საქართველოში 30 წელი 200-300 ადამიანი აკეთებდეს პოლიტიკას მაშინ, როცა მამაჩემის, ჩემი თაობა და ჩემი შვილის თაობა ერთი და იგივეს ვუყურებთ”, — აცხადებს მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსანდრე პაიკიძე.
ალექსანდრე გიორგიძე, “ალტერნატივას” ერთ-ერთი დამფუძნებელი:
“ძალიან ბევრს ვშრომობდით პატიოსნად და არავინ შეგვიწუხებია. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის მანძილზე, ვერავისგან მივიღეთ ადეკვატური პასუხი. მინდა კორექტული ვიყო, მაგრამ ვნახეთ ადამიანები მთავრობიდან, რომლებიც საკითხში საერთოდ ვერ ერკვევიან. ვუყურებთ ერთი და იგივე ადამიანებს 9+9 წელი და ვნახეთ რა შეუძლია ხელისუფლებას და რა შეუძლია ოპოზიციას. არჩევანი არის ძალიან ცუდი. ნიჰილიზმი უნდა დამთავრდეს. დავამკვიდროთ ახალი და კარგი სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში”
“სად ვცხოვრობთ, ხალხო, რა რეალობაა, დღეს ფინანსთა მინისტრის და თურნავას განცხადებები რომ ვნახე, ვიფიქრე, რომ ეს ხალხი სხვა საქართველოში ცხოვრობს!” – ამბობს ინგა გრიგოლია
კომენტარები