ტელეწამყვან ხატია სიჭინავას ვიდეომიმართვა:
„ჩვენი ოჯახის კოვიდ ისტორია.
ერთ დღეს გავიგეთ, რომ ჩემს დედამთილს და მამამთილს ორივეს დაუდასტურდა კოვიდი. გამოვიძახე ამბულატორია, გაირკვა, რომ სისხლში ცვლილება არ ჰქონდათ. კატეში გამოჩნდა, რომ ფილტვში 10 ბალიანი დაზიანება ჰქონდათ. ჩემი მამამთილის მოთხოვნა იყო, უნდოდა ლევან რატიანთან გადასვლა, მისი ძალიან დიდი იმედი ჰქონდა.
უღრმესი მადლობა სოფო ჯაფარიძეს, სასწაული გოგო ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილები არ იყო, სოფომ მოახერხა და გადავიყვანეთ ლევან რატიანთან…
და ძალიან დიდი მადლობა ლევან რატიანს უსაყვარლესი ექიმი, ცნობილი პოზიტიური მიდგომით, ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი, რომლის მიმართაც არ არის სახალხო აგრესია.
მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი დედამთილი ერთმანეთს ვგევართ და საავადმყოფო არ გვიყვარს – ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ ისიც გადავიყვანეთ ლევან რატიანთან.
რა მინდა გითხრათ, არც ერთს არ ეშინოდა, ორივე გამოკეთდა, 5 დღეში ჩემი დედამთილი იჯდა თავის ბაღში.
არ ვიცი სად მიდის კოვიდის გამო გამოყოფილი მილიონები, ექიმებს და ექთნებს არ ემატებათ ხელფასი, მიუხედავად იმისა, დიდი სიყვარულით მკურნალობდნენ.
საავამდყოფოში მათ რომელ და ჯულიეტას ეძახდნენ, მე კი შევარქვი რომეო და ჯულიეტა ასაკში.”
კომენტარები