ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს ეხმაურება:
“ამ დელეგაციაში მთავარი არ იყო პოზნერი, დელეგაციაში იყო ტასის გენერალული დირექტორი – ტასი ეს არის ოფიციალური სააგენტო რუსეთის მთავრობის, რომელიც ამართლებს ყველა უმსგავსობას, რაც ჩადენილია საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ.
სპუტნიკი – ეს არის სპეციალურად შექმნილი რადიო, რომელსაც ივანიშვილმა მისცა ლიცენზია საქართველოში მაუწყებლობის და რომელიც აკრძალულია უკრაინაში, რომელიც ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას და იმის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა.
ესენი არიან ჰიბრიდული ომის გენერლები!
დააკვირდით ივანიშვილის „ბოტებმა“ რა ამბავი ატეხეს, ვაჟა-ფშაველა, „დღეს სტუმარია ჩვენი“ რა სტუმარია?! ეს სტუმარი არ არის! ეს ის ადამიანია, მათ შორის, პოზნერი, რომელიც გარბაჩოვთან ერთად პუტინმა გამოაგორა 2008 წელს იმიტომ, რომ რაღაც სახელი კიდევ ჰქონდათ შერჩენილი დასავლეთში. ეს ძველი „კაგებეშნიკია“, საქართველოს დაუძინებელი მტერი.
რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის ორგანულია ასეთი ხალხის შემოშვება. ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ ამ ყველაფერში, მეორე მხრივ, იძახიან „როგორ არ შეიძლებოდა არ შემოშვება“, „ეს რა უპატივცემულობაა“.
სტუმარს უნდა მოეპყრო, როგორც სტუმარს, მტერს-როგორც მტერს. მტერი, რომელიც შემოდის ტერიტორიაზე, არ ხდება სტუმარი იმის გამო, რომ მას რაღაც ვიზა, ან პასპორტი აქვს.
როგორც ყოველთვის, „ბოტებს“ მისცეს დავალება, აბა, სააკაშვილმა, რომ ჩამოიყვანა სობჩაკი? სობჩაკი პუტინის წინაღმდეგ მებრძოლია მთელი ეს წლები.
რამდენი უნდა მომეზომოთ მე, რამდენი უნდა მედავოთ. ამდენი წელია საქართველოში არ მიშვებთ და კიდევ მე მეზომებით?! კიდევ მე მედარებით?! ეს ხომ ნიშნავს, რომ სრული არარაობები ხართ, არავინ არ ხართ. ეს მხოლოდ ხაზს უსვამს თქვენს ძალიან სიპატარავეს, იმას, რომ საქართველო არ გიყვართ, გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა”
კომენტარები