ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ უკვე მე-6 დღეა, რაც ამერიკის მთელ ტერიტორიაზე სრული ქაოსი მძვინვარებს. თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებსა და მოქალქეებს შორის ჯერ კიდევ შეტაკებებია. მთავრობის გადაწყვეტილებით სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი ეროვნული გვარდიის 5000-მდე ჯარისკაცი.
4000-მდე ადამიანია დაკავებული. მთავრობის გადაწყვეტილებით 40 ქალაქში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, თუმცა მოსახლეობის უმრავლესი ნაწილი აღნიშნულ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს და არ ემორჩილება პოლიციას. სამართალდამცავებს თითქმის ყოველდღიურად უხდებათ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება განრისხებული მომიტინგეთა ჯგუფების დასაშლელად ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, ფილადელფიასა და ლოს ანჯელესში.
გამოცემა ABC NEWS-ი ავრცელებს ფეისბუქზე ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს ოკლაჰომაში მომიტინგეთა მიერ მერსედესის ცენტრზე თავდასხმას – უახლესი მანქანების დაწვისა და დაზიანების მომენტებია ასახული. ვიდეოში მკაფიოდ ჩანს აგრეთვე ვანდალიზმის ფაქტებიც- მოროდიორები მანქანებზე წარწერებს ტოვებენ, ავტომანქანის სალონებს კაწრავენ და საქარე მინებს ამტვრებენ.
გავრცელებული ინფორმაციით ზემოხსენებულ რადიკალურ, დაუმორჩილებელ ქმედებებს ამერიკის ათეულობით ქალაქში ანარქისტული გაერთიანება, ანტიფა ხელმძღვანელობს, რომელიც შესაძლოა დონალდ ტრამპის ინიციატივით ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადონ.
კომენტარები