დმანისის შესასვლელები ჩაკეტილია. მოქალაქეებს სამართალდამცველები დმანისში არ უშვებენ, არ ატარებენ არც ტრანზიტულ მგზავრებს.
დმანისში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ შს მინისტრი და სუს-ის უფროსი.
დმანისში ამ წუთებშიც დაპირისპირებაა:
-გადაადგილების უფლება რატომ უნდა შეგვიზღუდოთ? მაშინ უნდა დამდგარიყავით, სანამ ჩვენი ოჯახის წევრების ჩაქოლვას ქვებით მოინდომებდნენ….
-ვიდექით…
– თუ იდექით, რატომ მივიდა აქამდე? გვინდა ჩვენი ოჯახის წევრების ნახვა…
-არავის არ ვატარებთ, ცოტა პატარა დაძაბული სიტუაცია იყო…
-ცოტა დაძაბული სიტუაცია იყო? 22 კაცი დააკავეთ, იქეთა მხრიდან არავინაა დაკავებული. ჩვენი ოჯახის წევრს შეუვარდნენ, პიწკზე არიან გადარჩენილი ქალბატონები, ამის მპატიებელი არ ვართ, სვანეთიდან მოდის ხალხი, სანამ არ დაძაბულა უფრო, სიტუაცია უნდა განიმუხტოს და ეს 22 კაცი გათავისუფლდეს.
ვიდეო:
წყარო – მთავარი
კომენტარები