დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე ბოლო დროს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს ეხმაურება და დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ვიდეოს აქვეყნებს:
„ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჭავჭავაძის გამზირზე. რა თქმა უნდა, ვინც ერთხელ მაინც გაიარა იქ, კითხვა უჩნდება – როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს კერძო ავტომობილის მძღოლს, რადგან ყველას აქვს თავისი ზოლი, თუ რაღაც სასწაულ დარღვევას არ ჩადიხარ, შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს…
აქ გადავრჩით, ავტობუსის მძღოლმა მოახერხა დამუხრუჭება…”
კალაძის თქმით, უკვე დაიწყება ჭავჭავაძის გამზირზე დაჯარიმება.
კომენტარები