“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, თაკო ჩარკვიანი “გირჩის” ლიდერს, იაგო ხვიჩიას სუსისა და ირაკლი კობახიძის აგენტობაში ადანაშაულებს.
ჩარკვიანის თქმით, გირჩის მიერ ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლება შეუძლებელია სუსის ნებართვის გარეშე და ამიტომ მათ უშიშროების სამსახურთან კონტაქტი და ვალდებულებები აქვთ.
“თქვენ რომ ჯარიდან ადამიანებს ათავისუფლებთ, ეს ზეპირსიტყვიერებით არის, თუ რაიმე ცნობას გაძლევთ სახელმწიფო… დედა რუსკა არის, თუ მამა იაგო თქვენ საბუთი უნდა მოგცეთ სახელმწიფომ, მიპასუხეთ ვინ გაძლევთ სამართლებრივად საბუთს, რომ თქვენ გაათავისუფლოთ ადამიანები ჯარიდან… ის საბუთი შეუძლებელია გაიცეს სუსის მონაწილეობის გარეშე, ამიტომ თქვენი ვალდებულებაა ოპოზიციაში კობახიძის დავალებით პირველი უნდა დაგეშანტაჟებინათ გიორგი ვაშაძე, რადგან მისი შესვლა პარლამენტში ძალიან მნიშვნელიოვანი იყო, მე როგორც კანონი და სამართლის ხელმძღვანელი ბოლომდე მივყვები ამ საქმეს…
თუ ამ საბუთს დადებს, მაშინ ჩვენ არ გვექნება საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ის არის ნამდვილი იარაღი რუსული უშიშროებისა, რომელსაც კობახიძე მართავს.”
იაგო პასუხობს, რომ 40 ათასი საბუთი აქვს გაცემული. “40 ათასმა კაცმა იცის ის, რაშიც ახლა გვამხელს ქალბატონი თაკო. ლევან ჯგერენაიაა ჩვენი მთავარი მღვდელმთავარი, ადასტურებს დედა რუსკა. ამის მტკიცება იგივეა, აქლემი ხართ, თუ არა, მე ხომ არ გთხოვთ, ეგ ამტკიცოთ? ქალბატონი თაკოს ოჯახს პატივს ვცემ და არ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარებს. ყველამ იცის რომ მე კობახიძე და რუსეთის სპეცსამსახურები არ მმართავენ.
კომენტარები