გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე, თავად ავრცელებს გუშინდელი დებატების ვიდეოს (ინგა გრიგოლია, გადაცემა “რეაქცია”, ტვ. პირველი) და წერს:
“ვინმემ აუხსენით კლეპტოკრატია რა არის, თორემ ეგონა ჩემს “ხაზეინს” აგინებსო.”
შეგახსენებთ, გუშინ ინგა გრიგოლიას გადაცემის მსვლელობისას, მირიან ნიკოლაძე და “ლელოს” წევრი, ლევან სამუშია შეკამათდნენ:
-მე არ გავიგო აქ გიორგის ხსენება, ეს არის პოლიტიკური დებატები, ეგ არის სიბინძურე. მშობელი ვარ მე გიორგის.
-მირიან შენ პროფესიონალი ადვოკატი ხარ და იცი რა სიინძურეც ხდება, საქმეს რომ გიყალბებენ პროკურორები იმას ხელი არ უნდა დააფარო. მე არ უნდა ვლაპარაკობდე მირიან ამაზე, შენ უნდა ლაპარაკობდე. პოლიტიკაა, როცა საქმეს აყალბებენ, პოლიტიკაა მართლსაჯულება.
-შენ გიორგის თემას იყენებდი და დღეს მაჟორიტარი ხარ და მე ჯვარს მაცვეს მაგაზე. არ მინდა შენი ჭკუის სწავლება. ხვალ და ზეგ გახდი მაჟორიტარი გიორგის საქმის ხსენებით.
-10 წელია პოლიტიკოში ვარ. გირგვლიანის საქმეში არ ვიყავი? ინგა არ გიცავდი? სარალიის საქმეზე ხმა არ უნდა ამოგვეღო?
-სარალიძე რა შუაშია?
კომენტარები