რა მოხდა ახალციხეში?
ახალციხის კლინიკა “იმედის” რეამინატოლოგი ამბობს, რომ არ იყო მოწოდებული, რომ ადგილზე ყოფილიყო რეანიმატოლოგი და აცრას აკეთებდნენ ჩვეულებრივად, სტაციონალურად, ამბულატორიულად! – სწორედ ამას ამტკიცებს “ალია” ამ დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შემდგომ უკვე იყო ალერგიული რეაქციების შემთხვევები და საბედნიეროდ, მოხერხდა მედიკოსთა გადარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის გვერდით მოვლენებში პირდაპირ წერია ანაფილაქსიური შოკი და მეტიც, ამირან გამყრელიძემ თავადაც კარგად ახსნა ბრიფინგზე, რატომ აქვს კოვიდვაქცინებს ანაფილაქსიური შოკის მეტი შემთხვევა, ვიდრე სხვა ვაქცინებს, მაინც – ვაქცინა ტარდებოდა ამბულატორიულად! – წესით, აქ უნდა დაისვას წერტილი და მოვრჩეთ, მაგრამ….
რეანიმატოლოგი ამბობს, რომ რამოდენიმე წუთში მივიდა ადგილზე…ყველაფერი გააკეთა, უმცროსმა ექიმმა, ეს იყო ადრენალინი, დექსამეტაზონი, სუპრასტინი, დიმედროლი, კათეტერიზაცია პერიფერიული ვენის, დიფუზია, ოქსიგენაცია… მე რომ მოვედი უკვე დამხვდა შოკურ მდგომარეობაში, უგონო მდგომარეობაში, გადავიყვანეთ აპარატზე და ავიყვანეთ შემდგომ რეანიმაციულ განმყოფილებაში.
ე.ი. რეანიმატოლოგი ამბობს, რომ მას უკვე დახვდა შოკი, უგონო მდგომარეობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის 27 წლის ექთანი ისევ არ არის რეანიმაციაში! რეანიმატოლოგს კი მას მერე უკავშირდებიან, რაც მდგომარეობა რთულდება, მანამდე თავად ცდილობენ მდგომარეობის გამოსწორებას!
რეანიმობილები ადგილზე არ იყო, 2,5 დასჭირდა თბილისიდან ბრიგადის ჩასვლას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რაიონებს რეანიმობილები არ ჰყოფნით, “ალიამ” არაერთხელ გამოითხოვა ინფორმაცია, რეგიონებში, გამოძახებიდან რამდენ ხანში მიდის რეანიმობილი? – თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი დღემდე ვერ მივიღეთ.
ექიმი:
“ინტერვიუს შემდეგ 20-25 წუთის მერე თქვა, რომ კანი ეწვის და ექავება. ექიმმა გაუზომა წნევა, პულსი… წამოვიდა ქავილი და შეშუპება, გაუკეთა ადრენალინი. თითქოს მოეხსნა, მაგრამ გონება დაკარგა. ახლა გავიგეთ, რომ 2 წლის წინ ნაავარიები ყოფილა, საკმაოდ სერიოზულად.”
კომენტარები