ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტი სტეფანე, ქადაგებისას, ამბობს:
“დღეს ჩვენ აი ამ სიტუაციაში, რომელშიც ვართ, კვლავ გვიწევს დაცვა საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისა, საქართველოს კვლავ უტევს, ყვავ ყორნები, რომლებიც არიან არამხოლოდ, რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და საქართვლელოს შიგნით, რომლებიც შიგნიდან ცდილობენ, რომ საქართველო დააქუცმაცონ, დაანგრიონ, შემოიტანონ განხეთქილება ეკლესიაში და საქართველოს ეკლესია, როგორც მოწინავე ბასტიონი ქართველობისა, ჩვენი სულის ცხონებისა, საითკენაც უნდა მივისწრაფოდეთ ქრისტიანები, აი ეს ეკლესია უნდათ, რომ წაბილწონ, დასცინონ, შემოიტანონ რაღაც სხვადასხვა მიმართულება და იჩხუბონ ყოველ წუთში საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში, ამისთვის დგამენ შოუებს ტელევიზორში, ამისთვის გამოდიან ცრუ მღვდლები და ცრუ მღვდელმთავრები ეკლესიის საწინააღმდეგოდ. საქართველოს აყენებენ მუხლებზე, აქ არ უნდა დავდგეთ მუხლებზე, უნდა ვიყოთ გამართულები და ვლოცულობდეთ, უნდა დაიჩოქო მხოლოდ მაშინ, როცა ღვთის წინაშე დგახარ, მტრის წინაშე არ უნდა დაიჩოქო, აი ეს არის განსხვავება.
დღეს ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძვით, რუსეთის პრეზიდენტის გინებით და შარვალჩახდილი, ცრუ ვაჟკაცების საზღვარზე გამოსვლებით, უკანალებით მიშვერელი რუსეთის მიმართ. ეს თუ არის დამოუკიდებლობის ბრძოლა და ეს თუ არის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც გინდათ მითხარით, მაგრამ მე ვერ გამიგია, რამდენად არის ეს საქართველოსთვის საჭირო და კარგი?! ჩვენ უნდა ვიბროლოთ საქართველოსთვის და პირველ რიგში, ჩვენი სულებისთვის და სწორედ მაშინ ვცხონდებით, როცა უფლის წინაშე სიმართლით ვიცხოვრებთ. არა ცილისწამებით, არა ურთიერთშეურაცხყოფით, არა ერთმანეთისადმე შუღლით.
რუსეთზეა ლაპარაკი და თავისთავად გასაგებია, რომ ამბროსი აღმსარებელი იმ მომენტში გამოდიოდა სიტყვით ძალიან რთულ ვითარებაში, როცა საქართველოს დაპყრობა უკვე მომხდარი იყო და მას სურდა ეს ყველაფერი გაეტანა საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა, რა გააკეთა ერთა ლიგამ, შეშფოთდა და დაამთავრა, ჩვენ კიდევ ისევ იმ მონობაში დავრჩით, მერე ისევ ქართველებმა მოვინდომეთ და ისევ ქართველებმა შევძელით ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მოვუპოვეთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებლები?! დღეს მარტო რუსეთია, ის ვინც გვართმევს დამოუკიდებლოობას?! თუ ჩვენივე ხელით?! არჩვნები ვერ ჩაგვიტარებია ისე, რომ ვინმემ ვერდიქტი არ გამოგვიტანოს, სწორია, თუ არ არის სწორი.
სასამართლო ვერ შეგვიქმნია ისე, რომ ვინმეს არ შევეკითხოთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, არცერთი ნაბიჯი არ შეგვიძლია გადავდგათ ისე, რომ ვინმემ რამე არ მიგვითითოს, ზოგჯერ არ უნდათ ჩარევა, მაგრამ ვაიძულებთ, რომ მოდით, ვერ შევრიგდით ქართველები, რაღაცნაირად მოგვეცით საშველი, რადგან თქვენ გარეშე ვერ გამოვსულვართ მდგომარეობიდან და ამის გამო, ხან ვის მოვიყვანთ აქ ჩვენს არბიტრად და ხან ვის. ამის შემდეგ ვლაპარაკობთ დამოუკიდებლობაზე და მხოლოდ რუსეთი ყოფილა ჩვენი მტერი და ჩვენ თვითონ რას ვაკეთებთ?! ამ რუსეთს მხოლოდ ღირსეულად უნდა უნდა ვებრძოლოთ და არა გინებით მისი პრეზიდენტისა, არა შარვალჩახდილი დგომით საზღვართან,! უნდა დავიბრუნოთ ღისრება, ხალხო!
ნუთუ არ შეგვიძლია, ერთმანეთს, რაღაცა ვკითხოთ და პასუხი გავიგოთ ისე, რომ აყალმაყალი არ ავტეხოთ და ყირაზე არ დავდგეთ, მერე ვეძახით ვიღაცას, რომ მოდით და გაგვაშველეთ, მოგვეხმარეთ! ვანგრევთ ყველა ინსტიტუციას, დავეტაკეთ ეკლესიას და გვინდა, რომ ეკლესიის დანგრევით საქართველოს დამოუკიდებლობა მოვიპოვოთ და მშვიდობა მოვიტანოთ ქვეყანაში. რა მშვიდობაზეა ლაპარაკი, რა დამოუკიდებლობაზეა საუბარი?!
სამწუხაროდ, დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ სულ ამ თემაზე გვიწევს საუბარი. ამბროსი ხელაია არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც ჩვენ დაგვანახა სწორი მოქმედების გზა და სწორედ ამ გზას გავყვებით და არ გადავუხვევთ ჩვენ და ეკლესია. ჩვენ გვიკავია ძალიან მტკიცე პოზიცია სარწმუნოებისა და შეურყვნელობის მიმართულებით და ვინც იცის ეს, კარგად უნდა გაიხსენოს, რა მდგომარეობა იყო კრეტის კრებაზე წამგზავრების საკითხებთან დაკავშირებით და რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ეკლესიამ ამ საკითხში.
უნდა გავიხსენოთ, მთელ მსოფლიოში ამ პანდემიის პირობებში, აღდგომის აღნიშვნა არ შეიძლეოდა და საქართველოს ეკლესიამ აღნიშნა ისე, როგორც შეეფერებოდა ზოგადად ღვთის წინაშე დგომასა და ერზე ზრუნვას.
ეს ასე აღარ გაგრძელდება და ნუ იქნება ორი აზრი, რომ საქართველოში განხეთქილება არ დაიშვება და არ მოხდება, ამის გარანტიას ვაძლევ ყველას, მე როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი! “
კომენტარები