ადვოკატი ანა ჟღენტი, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“გიორგი ოძელაშვილის პროცესი. ჩემი პოზიცია უცვლელია!”
ადვოკატი, სასამართლო პროცესზე, მოსამართლეს მიმართავს:
“პატივცემულო მოსამართლე, ბრალდებას როგორ ჰგონია, ახლა უმრავლესობისთვის რა უფრო ობიექტურად მოქმედი იქნება, იმ ხალხის, ვის მიმართაც უმრავლესობის სიმპათიაა, ამათი ციხეებში გაშვება, თუ უფრო დაძაბავს მდგომარეობას, თუნდაც ლგბტ თემის მიმართ? რა გარანტია გვაქვს, რომ ის ხალხი, რომლებიც არ ეთანხმება ამ პოზიციას და ვთქვა ახლა, ძალადობა იყო, თუ არა, ძალიან ბევრისთვის ეს ხალხი არიან დღეს გმირები და პატივცემულო მოსამართლე, თქვენ როგორ ფიქრობთ, არის, თუ არა, საფრთხე იმისა, რომ საზოგადოების რაღაცა ნაწილი ისევ არ განახორციელებს ლგბტ თემზე ძალადობას, თუნდაც იმისთვის, რომ პროტესტი გამოთქვას, იმიტომ რომ ეს ბიჭები არიან ციხეში. ეს ხომ ბრალდებამ უნდა გაითვალისწინოს. ამათი პოზიცია ბევრად უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ლგბტ თემს, ვიდრე ამ ბიჭების გარეთ ყოფნა. თუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გარეთ იქნება, სახლიდან საერთოდ არ გავა, პირადობას ჩააბარებს პოლიციას, “პადვალში” ჩავკეტავ, თუ საჭირო იქნება, მისი თანხმობით, რა თქმა უნდა.”
შეგახსენებთ, ოძელაშვილი 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის არიან დაკავებულნი, როგორც ადვოკატი ამბობს და პროცესის შემდეგ, ადვოკატი ამბობდა, რომ ოძელაშვილი ნასამართლევი არაა, სამი შვილის მამაა და მის ცოლს გზის ფულიც კი არ ჰქონდა, რომ თბილისში ჩამოსულიყო.
მისი თქმით, ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობენ და ჯგუფური ძალადობა ვერ განხორციელდებოდა.
ჟღენტის თქმით, ოძელაშვილი არსად შეჭრილა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ავიდა და ჩამოხსნა ის, რაც არ მოსწონდა.
კომენტარები