დეპუტატი, ვახო მეგრელიშვილი, ტვ პირველის ეთერში, სადაც თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად იყო მიწვეული, ამბობს:
“ნიკა გვარამიას ოფისში ყველანი არიან შეკრებილები, ყველას გვაქვს განცდა რომ არჩევნები გაყალბებულია და ორი პარტია, ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ის პარტიებია, რომელსაც აქვს საშუალება რომ ფაქტები დადოს. იტყუება თამარი, როდესაც ამბობს, რომ მისი მეუღლე იყო ბოიკოტის მოწინაღმდეგე, ბოკერია იყო მთავარი მომხრე ბოიკოტის და ყველას აიძულებდა, რომ ბოიკოიტში შესულიყო. ორი პარტიაა, რომელსაც აქვს მონაცემები. ერთადერთი მონაცემი რომელიც ჩვენ გვაქს, ეს არის 2 000 ხმა, რომელიც ჩვენ ერთადერთ კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს მოპარეს, თუ მის მოწინააღმდეგეს დაუწერეს… და ჩემი ორი კოლეგა ოპოზიციონერი იძახის, არჩევნები დადასტურებულად ვიცით, რომ გაყალბდა, ვეუბნებით, რომ მოგვეცით ინფორმაცია, ფაქტები, რომ დავრწმუნდეთ. დღემდე არ მოუციათ, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვერ მისცეს, ვერ დაამტკიცეს, ქვეყანა გაწირეს პოლიტიკური კრიზისისთვის, აბულინგეს… ვერ მიაღწიეს მიზანს, ჩაისვარეს.. დარჩნენ პარლამენტის გარეშე, მათი წევრები იქ არიან, ასეთი ჩასვრილი პარტია არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ბინძური ხალხი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, მათსავით მტყუანი, იმდენი ზიზღი და ბოროტება რასაც ესენი აფრქვევენ, არ არსებობს… ”
კომენტარები