ხობი, მედიკოსი “ტვ პირველთან” ამბობს:
“არა მგონია, გავიკეთო… თუ ფაიზერი იქნება, ვიფიქრებ, “ასტრაზენეკას” არავითარ შემთხვევაში არ გავიკეთებ.”
“ტვ პირველის” ინფორმაციით – “ხობში ვაქცინები გამოუყენელად დევს – არავინ იცრება”
მედიკოსი იმასაც აცხადებს, რომ კლინიკაში ჯერ ტრენინგები არ ყოფილა!
ტრენინგები არ იყო, ვაქცინის პროპაგანდა არ დაწყებული, ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინას არ იკეთებს, პრეზიდენტსაც კი “პირადობების და რაღაცეების” გარეშე გაუკეთეს ვაქცინა და უკან გამოუშვეს, არ ხდება დაკვირვება მასზე, ვინც იცრება, ფაქტია, გაუშვეს ექთანი ვაქცინის მერე ინტერვიუს ჩასაწერად. კი ვიცოდით, რომ ასეთი ალერგიული რეაქციები შეიძლებოდა ჰქონოდა, მეტიც, ერთი შემთხვევა მსგავსი უკვე იყო 17 მარტს და ის მედიკოსი გამოკეთდაო, მაგრამ მაინც, მხოლოდ ექთნის გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტეს იმ პუნქტებში აცრა, სადაც რეანიმაცია არ არის! ამირან გამყრელიძე აცხადებს “ექიმების ხვედრია დაღუპვა, რათა ამით სხვა გადაარჩინოსო” და – ეს არის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, ბატონებო? ამისთვის შემოიტანეთ ვაქცინა?
გეთქვათ, ვიყოთ ასე ჩაკეტილნი, მაინც არ ვაპირებთ ვაქცინაციის სწორად წარმართვასო, რაღას ყრიდით ბიუჯეტის ფულს?
ისევ ფანჩატურებს მივწოლოდით, “ალიას” მკითხველს ემახსოვრება, მაგრამ ისევ გავიმეორებთ, ამირან გამყრელიძის უწყებამ, დაავადებათა კონტროლის ეზოს კეთილმოსაწყობად, ფანჩატურებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
კომენტარები