tv პირველი ავრცელებს აუდიომასალებს და ამბობს, რომ მასალები საქმეში მტკიცებულების სახით დევს და სწორედ იმ საქმიდან მოიპოვეს.
ტვ პირველის ინფორმაციით, საქმის მასალებში არ დევს 112-ში ჩაწერილი აუდიო მასალა, რომლიდანაც, გომელაურის მტკიცებით, მოხდა ბადრი ესებუას იდენტიფიცირება, ხმის საშუალებით.
აუდიო ფაილებში მოისმენთ ბასდრი ესებუასა და შსს-ს მაღალჩინოსნის საუბრებს.
“ალია” შეგახსენებთ, საზოგადოება დღემდე ითხოვს სიმართლის დადგენას, რა მოხდა სინამდვილეში იმ დღეს, როგორ წავიდა ბადრი ესებუა, რატომ არ იქნა ამ დღემდე ნაპოვნი, რატომ დააკავეს მისი ძმა და ა.შ. თუმცა, ვფიქრობთ, უხერხულია იმ სამინისტროს, რომელიც საქმის მტკიცებულებებსაც ვერ ინახავს ისე, რომ საქმის დახურვამდე მაინც არ გაუმჟღავნდეს, მოვთხოვოთ ვინმეს დაკავება.
საქმის მასალების შენახვასაც, პერიმეტრის სწორად დაცვის ცოდნა ხომ არ სჭირდება?!
კომენტარები