დღეს, 9 მაისს ბახმაროში გათოვდა – ზაზა ჩავლეიშვილის გადაღებულ ვიდეოს “გურიანიუსი” ავრცელებს.
დღის განმავლობაში სტიქია მძვინვარებდა იყო შიდა ქართლში, ატენში, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მდინარის ადიდება გამოიწვია, რომელმაც მეწყრული პროცესები გააქტიურა, ქარელში ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზა ჩახერგა.
ძლიერმა სეტყვამ კახეთში მოსახლეობას ვენახები და მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი წვიმა და ზოგან თოვლი 10 მაისის ჩათვლითაა მოსალოდნელი.
კომენტარები