რამდენიმე წუთის წინ, პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, როგორ დატოვა “საქართველოს ბანკის” ფილიალი ორმა ადამიანმა. პოლიციის თანამშრომლები, შენობის წინ დგანან.
საქართველოს ბანკის ინფორმაციით, 5 ადამიანი იყო ფილიალში, დაცვის თანამშრომელი და მოლარე-ოპერატორები. სწორედ ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოახერხა განგაშის სიგნალზე ხელის დაჭერა.
თუმცა, იყვნენ თუ არა ბანკის შენობაში მომხმარებლები, ეს ამ დროისთვის უცნობია.
ბანკიდან 2 ადამიანის გამოსვლის კადრებს “ტვ პირველი” ავრცელებს.
შსს ამ დროისთვის ისევ სდუმს.
სავარაუდოდ თავდამსხმელი არის ერთი ადამიანი.
კომენტარები