ბათუმში ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მილის დაზიანების გამო მიწიდან ამოხეთქილმა წყლის მასამ მიმდებარე ტერიტორია დატბორა და იქვე მდგომი ავტომანქანები დააზიანა
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ქუჩა ქვაფენილებით არის მოფენილი, წყლის მასას ქვები მიყვებოდა, რამაც დააზიანა მიმდებარე ტერიტორიაზე არა მხოლოდ ავტომანქანები, არამედ სავაჭრო ობიექტებიც.
„სალონის მინები ჩამიმტვრია ქვებმა. იმდენად მოულოდნელად მოხდა და ისეთი ძლიერი მასა იყო, თან ქვები მოყვებოდა. რამდენიმე ობიექტია ასე დაზარალებული. ზოგს მინები ჩაუმტვრია, ზოგთან შევარდა წყლის მასა“, – აცხადებს სალონის მეპატრონე
„ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, წყლის მილის ავარიული დაზიანებაა და ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტის გამო – თუმცა, ეს დისკომფორტი კი არა, პირადი ქონების დაზიანებაა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან.
ვიდეოს “ტვ 25” ავრცელებს.
კომენტარები