გუბაზ სანიკიძე, ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში, დავით აქუბარდიასთან.
გუბაზ სანიკიძე:
მიყვარს მაგათ ფლანგზე გასვლა… რომ გავივლი, ვერ ბედავენ გამარჯობას, ვერც შემოხედვას… მაგრამ, რომ მოდის “ქოცი” დეპუტატი მარტო, ორივე ხელით მესალმება…
დავით აქურბარდია:
კაი, არ გადამრიო, ბიძინამ არ გაიგოს…
გუბაზ სანიკიძე:
იქ ხომ ფულიანი ხალხი არიან და სულ ეძებენ მფარველობას… პატარა ბიძინები არიან და პატარა ბიძინებს დიდი ბიძინა არ უნდა უყვარდეთ, წესით… მაგათი უმრავლესობა უნდა დავშალო, თითოეულთან მივალ, სელფს გადავიღებ და გამოვაქვეყნებ და იმავე საღამოს ბიძინა მოკვეთავს თავს, იმავე საღამოს…
გუბაზ სანიკიძე:
გადაეხვიე და ისე…
გუბაზ სანიკიძე:
გადახვეული ხო… რომ დაიფანტებიან, შენ ნახე. დერეფანში ცალკე ორი ხელით მართმევენ ხელს, ბატონო გუბაზ, მოგესალმებით… ბატონო ბიძინა, თქვენ ზურგს უკან, თქვენი დეპუტატები გვესალმებიან, გღალატობენ, ერთი გახარია კი არ გყავთ, გამოტენილია გახარიებით იქაურობა, დააყენეთ კამერები…
კომენტარები