რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მუსიკათმცოდნე- მარინა ბერიძე იყო:
ყველამ მინდა იცოდეს, რომ ყველაფერს ვკითხულობ, რასაც ჩემზე წერენ, მაგრამ არასდროს ვპასუხობ და არც ვუპასუხებ. მე მიყვარს ჩემი საქმით დარწმუნება. გინდა ამბიციური დამიძახეთ, გინდა არაამბიციური. არ დამთავრდა 30 წელიწადი – „და თვითონ რატომ ვერ მღერისო?“, “აბა, შემეჯიბროს… რა უნდა შემეჯიბროს..” „არ მღერის და თუ მღერის ცუდად და როგორ უნდა შეაფასოს სხვაო“
არ მითქვამს რომ ვმღერი, არც ის მითქვამს, რომ ახალგაზრდა ვარ…
“ბებერი”, ვთქვი სადმე, რომ 18 წლის ვარ? ან 38-ის?
თუმცა ამ ბოლო ერთ თვეში ძალიან ვინერვიულე. წნევა მაგრად მიწევს, ვერ ვხვდები, რა უნდათ. არის რაღაცები, რაც უნდა დაივიწყო, უკვე 10 წელია გასული და არ მინდა არც კარგის არც ცუდის გახსენება, არაფრის გაგონება არ მინდა. მე ამ თემას არ შევეხები.
ბახვა ისეთი საყვარელი ბიჭია, არ მეგონა, რომ ასეთი რეაქცია ექნებოდა, შეიძლება მეც ზედმეტი მომივიდა. საუბარია ეკა მამალაძის ნომერზე. ამ ნომრის შექმნაზე ძალიან დიდი ენერგია დახარჯე. მე ის კი არ მეწყინა, რომ ვინმემ მე არ მახსენა, არა, მე ეს ნომერი ეკას გავუკეთე და გიგაშვილს. ძალიან ვნანობ, რომ გავბრაზდი. მე უბრალოდ უნდა დამერეკა ბახვასთვის და მეთქვა რომ შეცდომა იყო. მაგრამ საბოლოოდ ყველას ყველაფერი ეშლება, მათ არ ეშლებათ ვინც არაფერს აკეთებს, მეც შემშლია და მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც ბოდიშის მოხდა იცის. ყოველთვის ჩემ თავში ვეძებ შეცდომას. სიძულვილის ნაპერწკალი კი ყველაფერში გიშლის ხელს.
კომენტარები