“ტვ პირველის” ინფორმაციით, სახელმწიფომ ვალი აპატია გოგა ხაინდარავას – პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი ხაინდრავასათვის ჩამოსაწერი ვალების ბრძანება გადამალა, არ ატვირთა წესისამებრ, შესაბამის საიტებზე.
თეთრიწყაროს რაიონში 60 ათას კვადრატული მეტრი მიწა გოგა ხაინდრავას რანჩოს მოსაწყობად ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წელს გადასცა (კვადრატული მეტრი დაახლოებით 50 თეთრად).
ხაინდრავამ ვალდებულება აიღო, რომ ფერმას ააშენებდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ შემოღობა და მცირე ვენახი მოაშენა, ამის გამო მთავრობას ის სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის გამო უნდა დაეჯარამებინა, თუმცა აგერ უკვე 7 წელია ჯარიმებს ფორმალურად უწერენ.
გოგა ხაინდრავასთვის ხალხის კუთვნილი მიწების პრაქტიკულად ჩუქების ისტორია “ტვ პირველის” ინფორმაციით 2014 წლიდან იწყება.
34 ათას 900-ს ლარად 60 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ირაკლი ღარიბაშვილმა გოგა ხაინდრავას 2014 წელს იმ პირობით გადასცა, რომ აქ, “ოცნებების სასაფლაოს” ავტორს 30 ათას კვადრატულ მეტრზე ვენახი გაეშენებინა.
დოკუმენტით დგინდება, რომ 2014 წელს მას ღარიბაშვილმა ასევე გადასცა ორი ათასი კვადრატული მეტრი სოფლის საძოვარი, ოცი წლის ვადით, წელიწადში სამ ლარად.
მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, ხაინდრავას 350 ათასი ლარის ინვესტიცია 2016 წლამდე უნდა ჩაედო. მან ეს ვალდებულებები ვერ შეასრულა და დააჯარიმეს. პირველად მას ჯარიმები ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წელსვე გაუნულა.
2015 წლიდან ხაინდრავამ ახალი ვალების დაგროვება დაიწყო და არც ერთი პრემიერი მას არც ვალდებულების შესრულებად და არც ფულის გადახდას არ სთხოვდა.
ვალები მას ჩამოუწერა, მედიის ცნობთ, ყოფილმა პრემიერმა გახარიამაც, თუმცა, ის “ტვ პირველთან” ამბობს, რომ ბიზნესმენებს, რომლებსაც უჭირდათ ვალდებულებების შესრულება, გარკვეულ დახმარების ხელს უწვდიდა სახელმწიფო, იქვე ამატებს, რომ კონკრეტულად ხაინდარავას გვარი არ ახსენდება ამ კონტექტსში.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ნაჩუქარი ოთხი მილიონის შემდეგ ხაინდრავამ ღარიბაშვილს ვალების ჩამოწერა ისევ სთხოვა. პრემიერმა ხაინდრავას არათუ ვალები ჩამოაწერა, არამედ ვალდებულებებიც შეუმცირა.
კომენტარები