ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, ლელა წურწუმიას შოუში, უმრავლესობის დეპუტატ რიმა ბერაძესთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა:
„ერთი შემთხვევა, რომელიც ძალიან ცუდად მახსენდება და წესით არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა – რიმა ბერაძე მყავდა ჩართვის, სტუმრად და რაღაცაზე ვსაუბრობთ, რაღაცაზე ვკამათობთ და უცებ რაღაც მომენტში ვეუბნები, რომ ფაქტები ასე და ასეა და ეს სიტყვა, რომელიც ჩემს ლექსიკაში არ შედის, ვუთხარი რომ უტიფრად ამტკიცებთ ამასთქო.
მანამდე და არც მის მერე, ასეთი რამ სტუმართან არ მომსვლია. ყოველთვის კეთილგანწყობილი ვიყავი სტუმრების მიმართ, როგორი კრიტიკულიც არ უნდა ვყოფილიყავი. ეს დამამახსოვრდა და სულ მაწუხებდა.
მის მერე რიმა ბერაძე ჩემთან არ მოსულა. კაჭრეთში ჩვენ გადაღებები გვქონდა და დაემთხვა რომ ქართულ ოცნებასაც რაღაც ღონისძიება ჰქონდა იქ. რიმა ბერაძე იდგა და იმდენად მინდოდა მეთქვა და ამეხსნა , რომ ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ბოდიშის მოხდისაც შემრცხვა. ახლა გაიგებს და კარგია რომ გაიგებს – წესით ეთერშივე უნდა მომეხადა ბოდიში“
“
კომენტარები