ექიმები გიორგი ღოღობერიძის „პრაიმშოუში“ მონაწილეობას ეხმაურებიან. გიორგი თავად ძალიან არის განაწყენებული ამ გადაცემაზე, სადაც მის რეზიდენტობას ზედმეტად გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ მისი გამოსვლევი და რჩევების მიცემა კორონავირუსთან დაკავშირებით უპასუხისმგებლობაა…
გიორგი ღოღობერიძის კოლეგამ, ბიძინა კულუმბეგოვმა ეს ეპიზოდი ასე შეაფასა:
„ბოღმის საჯაროდ ნთხევის მასტერკლასი ჩატარებულია!
იმედია, ამ კარგ და თავდადებულ ადამიანს ბოდიშს მოუხდიან უსწრაფესად ამ სამარცხვინო თავდასხმის გამო“.
კიდევ ერთი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი ამ ვიდეოს აზიარებს და წერს:
„რატომ არ შეგვიძლია შავისა და თეთრის გარჩევა?
მეორედ შემხვდა ეს გადაცემა და მეორედაც გამაოგნა.
თინა თოფურიასთვის საჯარო ტრიბუნის დათმობა და მისი დამაზიანებელი (!) აზრების გავრეცელებაში მონაწილეობა ნორმალურია და ღოღობერიძემ, რადგან რეზიდენტია, ასპირინზე და D-ვიტამინზე არ უნდა ისაუბროს?
კარგი ექიმი ექიმია პალატაშიც, ინტერნეტშიც, სატელეფონო ხაზზეც, ეკრანზეც და არც პაციენტისთვის რჩევის მიცემა აშინებს.
არსებობენ კარგი დამწყები ექიმები და ცუდი პროფესორები“
ცალკე აღნიშვნის ღირსია, როგორი კომენტარები იწერება გიორგის გვერდზე, უმეტესობა ლანძღვას “პრაიმშოუს” წამყვანეს და წერს, რომ ბევრ ადამიანს უბრალოდ არ სურს, მისნაისი ექიმები ჰყავდეს ქვეყანას.
კომენტარები