თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი:
25 წლის წინ თავგზა რომ ავურიე ერთი პირობა დამისვა – სასწავლებლად ამერიკაში მივდივარ 2 წლით და ხელს თუ არ შემიშლი მაგ შემთხვევაში გამოგყვები ცოლადო. სხვა რა გზა მქონდა დავთანხმდი და 2 წელი თვითმფრინავში ვიცხოვრე. 16-ჯერ ჩავაკითხე და სტამბული-მაიამის რეისზე სტიუარდესადან დაწყებული პილოტით დამთავრებული ყველა მიცნობდა.
ერთი თვის წინ ვუთხარი მნიშვნელოვანი თარიღია 25 წელი, მითუმეტეს ჩემნაირი ადამიანის გაძლებისთვის და პარიზში წავიდეთ, თან ბავშვსაც ჩავაკითხავთ მეთქი. წელს ვერანაირად ვერ შევძლებ რადგან სამსახურიდან მალაიზიაში მისიას მივყვები, სახელმწიფო კოპანიების რეფორმას ვაკეთებო. მე ბოდიში, მეც საქმე მაქვს არმატურა უნდა დავჭრა და მაშინ მომავალ წელს ავღნიშნოთ მეთქი. ბავშვებს მიხედე სანამ ჩამოვალო წასვლის წინ დამიბარა.
გუშინწინ მართლა არმატურას ვჭრიდი და ხელი ავიხიე ბალგარკით. თან გავბრაზდი, თან გავმწარდი. წესით ორი ნაკერი უნდა დაედოთ მაგრამ 1 ბოთლი არაყით ჯერ გარე დეზინფექცია ჩავიტარე მერე შიდა. შიდამ რომ იმოქმედა ბავშვებს დავურეკე – უკვე დიდები ხართ, თქვენ თავს მიხედეთ მეთქი და ორ საათში კატარისკენ მივფრინავდი.
დოჰაში რომ ჩავფრინდი შიდა დეზინფექციამ გაიარა და შევფიქრიანდი ჩემ განზრახვაზე, მაგრამ უკან ხომ აღარ გამოვბრუნდებოდი. იქიდან 7 საათში კუალა ლუმპურში ვიყავი და მესაზღვრემ რომ მკითხა ვიზიტის მიზანიო, გულახდილად ვუპასუხე – “შეღშე ლა ფამ” მეთქი. იმას ეგონა ვეხუმრებოდი და კინაღამ უარი ჩამირტყა. მოკლედ, სასტუმროში კონსიერჟს ვუთხარი ამ სასტუმროში ჩემი ცოლია გაჩერებული, აგერ ქორწინების მოწმობა და 25 წლისთავზე სიურპრიად ნომერში მინდა დავხვდე და შემიშვი მეთქი. ააგდო ქვა და შეუშვირა თავი, სამსახურიდან გამაგდებენო. ბოლოს ბრუნეის სულთნის პორტრეტიანი კუპიურებით დავითანხმე. ფილმებში რომაა, ადამიანი საკუთარ ჩაბნელებულ სახლში რომ შედის და შუქის ანთებისას ვიღაც პისტოლეტიანი კაცი რომ ხვდება დივანზე დაახლოებით ეგრე დავხვდი. ცოტა კი შეცბა, მაგრამ ჩემმა არეულმა ცხოვრებამ ისე გამოაწრთო არ შეშინებია.
ასე მივულოცე ძვირფასი თარიღი. რომ მეგონა წყნარად ავღნიშნავდით, ბორნეოს ჯუნგლებში წამიყვანა, ადგილობრივ თანამშრომლებს ურჩევიათ ეხლა სეზონია, ორაგუტანები ადვილად მოდიან დასანახ მანძილზეო. რა მექნა, კი ვიღიმივარ სურათზე მაგრამ სინამდვილეში მაგრად მეშინია, მაგრამ რაზე არ წახვალ კაცი ესეთი ძვირფასი ადამიანისთვის…
კომენტარები