“ტვ პირველზე”, გადაცემა რეაქციაში, სადაც ოპოზიციური ლიდერები იყვნენ მიწვეულნი, ხმაურიანი კამათი მოჰყვა გიორგი ბარამიძის სიტყვებს, ბარამიძე ითხოვს, იმ პარტიის ლიდერზე, რომელსაც ათი ათასობით ადამიანი უჭერს მხარს, პატივისცემით ისაუბრნონ, ბარამიძემ მაგალითად მოიყვანა ალეკო ელისაშვილის სიტყვები, შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა დღეს თქვა და საღამოს “რეაქციაშიც” გაიმეორა ფრაზა “მიშა ჩამოვიდეს, ან თავი დაგვანებოს!”
ნინო ბურჯანაძემ გიორგი ბარამიძეს ჭკუა დაუწუნა: “მიშას, შენგან განსხვავებით, ეყო ჭკუა და იმ აქციაზე ეკრანიდან არ ჩაგვერთო, არ გაგვაღიზიანა, ხომ გვაქვს უფლება გავღიზიანდეთ?’
გიორგი ბარამიძე: “თქვენ რომ გამოდიხართ აქციაზე და ჩვენი მხარდამჭერები ტაშს გიკრავენ, იმათ არა აქვთ უფლება გაღიზიანდნენ? თქვენ მომხრეებთან საუბრისას, მე რომ ვთქვა, ბურჯანაძემ თავი დაგვანებოსო, მოგეწონებათ?”
გიგა ბოკერიას აზრით, ამ თემაზე საუბარი კარგს არაფერს მოუტანს ერთიანობას, ისიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ან უნდა ჩამოვიდეს, ან უნდა გაჩუმდეს და მომხრეები არ უნდა დაამუნათოს, ხელები გაანძრიეთო! – “ჩამოვიდეს და ავიტანთ!” – ეუბნება ბოლოს გიგა ბოკერია გიორგი ბარამიძეს.
კომენტარები