დღეს, ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალს თავს დაესხნენ და მძევლებიცაა აყვანილი. ბანკში მყოფი ადამიანების ნაწილმა შენობიდან გამოქცევა მოახერხა. ბანკის თანამშრომელი “რუსთავი2”-თან ამბობს:
“ჩამსხვილებული ადამიანი იყო, ქუდი ეფარა, აჩკები ეკეთა, ლიმონკა ეჭირა ხელში და თითი ჰქონდა გაყოფილი.
3 საათი იქნებოდა. დარბაზში რომ შევედი, ეს კაცი გამოვარდა, მეგონა ხუმრობდა. შემეშინდა და გამოვვარდი. ერთი ხნიერი ქალიც გამოვარდა.
ყველა თანამშრონმელი შიგნით იყო, მენეჯერიც. მხოლოდ ლიმონკა დავინახე, სხვა იარაღი არ დამინახავს.
შეფუთული იყო, თითქოს მწვანე ჟილეტივით ეცვა…
მე დამლაგებელი ვარ. როგორ შემოვიდა არ დამინახავს, რომ შევედი დასალაგებლად, ის ეგრევე გამოვარდა. ზოგი გამოიპარა. პოლიციის ერთმა თანამშრომელმა გამომკითხა, როგორი ლიმონკა ეჭირაო, მწვანე იყოო, კუბიკები ჰქონდაო? ვუთხარი, კი, ჰქონდა კუბიკები-მეთქი. მგონი, სამხედრო ფორმა ეცვა.”
კომენტარები