სრატეგია აღმაშენებელმა” პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი წარადგინა. ღონისძიება ყაზბეგის გამზირზე, ე.წ წითელ ბაღში გაიმართა. კანდიდატი მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წარუდგინა.
მე მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ქალბატონ თაკოს. ის არა უბრალოდ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატია, ის არის ქვაკუთხედი, ვის გარშემოც ჩვენ შევქმენით “სტრატეგია აღმაშენებლის” ძალიან ძლიერი გუნდი. ბევრი მეკითხებოდა, რატომ ბლოკი თაკო ჩარკვიანთან – იმიტომ რომ ამ ადამიანმა მეც მომცა გამბედაობა, ეს რისკიანი ნაბიჯი გადაგვედგა და გვეთქვა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და საქართველო წინ წავა. ახლა ვართ ის გუნდი, რომელსაც გვინდა, რომ გემსახუროთ.”
თაკო ჩარკვიანი:
“როდესაც მითხრეს, ვინ გინდა რომ წარგადგინოსო, ვთქვი, რომ მე ვიცნობ ერთ წესიერ, პატიოსან ადამიანს, ჩემ ძმას. ჩვენ ჯანსუღმა გვასწავლა, რომ მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი, მევალისათვის მიმატანინე ვალი, გზააბნეულისთვის მასწავლებინე გზები – მთელი ცხოვრება მქონდა მცდელობა მწყურვალისთვის მიმეტანა წყალი, მაგრამ საკმარისი, ამ უკანონო და უსამართლო ქვეყანაში არ აღმოჩნდა მხოლოდ ეს პოსტულატი. თურმე, საჭიროა, სახელმწიფო ბერკეტი ხელთ ეპყრას პატიოსან, რეფორმატორ გუნდს, რათა მთელი საქართელოს დახმარება მოახერხოს. არც ერთმა პარტიამ არ მოგატყუოთ, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს, თუ სისტემა არ შეიცვლება პირველივე დღეებში.”
მამუკა ჩარკვიანმა, სანამ საბურთალოელებს უმღერებდა, თქვა:
“მოგესალმებით, მე სამი წლის ვიყავი საბურთალოს რაიონში რომ დავიწყე ცხოვრება და აქ მოვრჩები, ალბათ, 62 წელია, რაც დოლიძეზე ვცხოვრობ. ჩემ დას გაბარებთ თქვენ, მიეცით ხმა, კარგი გოგოა, საქმე იცის, ერთგულია და მაგარი ვინმეა. ამას ნახავთ თქვენ!”
კომენტარები