პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე, უცნობის “კიდობანში”:
უცნობი:
მე შვილიშვილები მყავს და ვარ წყნარად, რომ ამ ქვეყანაში ცეცხლი არ ანთია…
ზურაბ ჯაფარიძე:
მე შვილები მყავს და წყნარად ვერ ვარ. შენ იქნები წყნარად, ხელისუფლებაში ხარ, შენ ხარ ქართული ოცნება, ჩემ ძმასაც რომ ქონდეს 7 მილიონი წაღებული საპარტნიორო ფონდიდან, რომელსაც არ მოსთხოვდნენ და აჩუქებდნენ, ხო, შეიძლება, მეც წყნარად ვყოფილიყავი
უცნობი:
დავაგინო ახლა დედა?
ზურაბ ჯაფარიძე:
მას აქვს ეს საჯაროდ დადასტურებული.
უცნობი:
რომ 7 მილიონი აიღო? ტყუილს იძახი.
ზურაბ ჯაფარიძე:
შენ ძმას საჯარო დადასტურებული აქვს, გაჩვენო? დავგუგლო?
უცნობი:
დაგუგლე მიდი.
ზურაბ ჯაფარიძე:
პირველად გაიგე?
უცნობი:
პირველად გავიგე… ჩემი ძმის ამბავი შენ იცი ჩემზე კარგად? კაი ახლა, მერე დაგუგლე…
ზურაბ ჯაფარიძე:
არა, წაგიკითხავ რას ამბობს შენი ძმა – დაკარგული ედემი გაგიგია?
უცნობი:
კი, გამიგია, მერე?
ზურაბ ჯაფარიძე:
მაგაზეა ლაპარაკი. 7 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა… ამერიკაში უნდა გაეტანა ღვინო, არ ჩამოისხა და ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მართალია, სახელმწიფო კომერციულ რისკს იღებს, მაგრამ… საბოლოო ჯამში არც ერთი ბოთლი ღვინო ამერიკაში არ გასულა.
უცნობი:
სად წერია 7 მილიონი?
ზურაბ ჯაფარიძე:
საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის პროექტში 7 მილიონი ჩადო და კომერციული რისკიც თავად აიღო.
უცნობი:
ლევანის სიტყვები სად არის?
ზურაბ ჯაფარიძე:
ახლა წაგიკითხე, ამბობს, რომ მართალია და რომ სახელმწიფო კომერციულ რისკს იღებს თავის თავზე, ანუ ფული მან აიღო, მაგრამ რისკი სახელმწიფომ აიღო თავის თავზე. ახლა ამაზე უნდა ვილაპარეაკო დიდხანს? მაგას გეუბნები შენ შეიძლება კარგად გრძნობდე თავს, მაგრამ ხალხი ვერ გრძნობს თავს კარგად და გარბიან.
კომენტარები