მწერალი, ჟურნალისტი, დინა მირცხულავა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“სამჯერ ვუსმინე და სამივეჯერ ცრემლებით.
ასჯერ რომ ვუსმინო, ასე იქნება ასივეჯერ.
მძიმედ დაშავებულებს შორის ერთ – ერთი – ფიცხელაური – ჩემი ქმარია, რომელიც მანამდე ორჯერ გამოაცხადეს გარდაცვლილად.
ბერდოს იმ ბუნტში ხუთი ტყვია მოხვდა და საბედნიეროდ გადარჩა.
ამ რამდენიმე თვის წინ ციხის ბუნტზე ვწერდი და ვიღაც ამება შემომიხტა, ანუ ციხეში უდანაშაულოები ისხდნენო ?!
ასეთს რა უნდა ელაპარაკო, მაგრამ …
აქვე დავწერ – კი, ბევრი უდანაშაულო იჯდა მიშას ციხეში და ბევრი უდანაშაულო ზის ბიძინას ციხეში და ბევრი უდანაშაულო იჯდება მომავალში რომ მოვა, იმ ხელისუფლების ციხეშიც. გაგიკვირდებათ, და ევროპის ქვეყნებშიც ხვდებიან უდანაშაულო ადამიანები ციხეებში.
ეს ზოგჯერ ბედისწერაა, ზოგჯერ გაუფრთხილებლობა, ზოგჯერ შემთხვევა და ზოგჯერ უიღბლობა…
და არასოდეს, არავის მიმართ, სასტიკი დამნაშავის მიმართაც კი არ მიმაჩნია სწორად რომ ციხეში, დახურულ სივრცეში, იქ სადაც კანონი უნდა აღსრულდეს, მსგავსი უკანონობა და არნახული წამება ჩაიდინო.
ისეთი “მსგავსი”, რომ სტრასბურგმაც კი თითი დაგიქნიოს…
ჩემი ქმარი ორჯერ გამოიტირა დედამისმა.
ორჯერ გამოაცხადეს მკვდრებს შორის.
ორი დღეა სიგარეტს ეწევა ეს არამწეველი კაცი.
მეგის ქარდავა საქართველოშია.”
კომენტარები