გიგლა ყანჩაველი, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“რუსი ჯარისკაცი ყვება, როგორ აწამებდნენ და ხოცავდენ ქართულ მოსახლეობას აფხაზეთში, აუპატიურებდნენ ბავშვებს, ხოცავდენ მღვდლებს, მონაზვნებს და უმწეო მოსახლეობას, მაქსიმალურად გავრცელეთ მეგობრბო, რომ რუსული ალტინფოს და პოსტივის პროპაგანდა ნაკლებად მუშაობდეს ჩვენი თანამოქალაქების რბილ ტვინებზე.”
ვიდეოში მოსაუბრე პირი ამბობს:
“წავედი თავად, საკუთარი ნებით, რადგან ვთვლიდი, რომ პატარა აფხაზი ერის ომი საქართველოს წინააღმდეგ წმინდა საქმეა, თუმცა, ძალიან შევცდი, რადგან ჩვენთან ერთად ძალიან ცოტა აფხაზი იბრძოდა, ალბათ, 20 პროცენტი. ძალიან არ მომეწონა, როცა ჩაცხრილეს მღვდელი, ისინი ეკითხებოდნენ, ვისი მიწაა ეს, მღვდელი პასუხობდა, რომ ყველა მიწა უფლისაა. მას სთხოვდნენ ეთქვა, რომ ეს აფხაზეთის მიწაა. შემდეგ, თქვეს, რომ ეს მღვდელი ამბობდა, რომ ეს საქართველოს მიწაა, მაგრამ მე იქ ვიყავი და მოვისმინე. უსიამოვნო სანახავი იყო, როგორ ყრიდნენ ადამიანებს ჭაში. მინდოდა დახმარება ერთხელ, მაგრამ თავადაც კინაღამ დავისაჯე. დახვრიტეს ასაკოვანი მასწავლებელი, მხოლოდ იმიტომ რომ ოდესღაც ის ასწავლიდა ქართულ ენას. როცა შევედით ერთ რაიონში, 40–მდე ადამიანი იყო, ახალგაზრდა, რაღაც პერიოდის მერე უკვე არც ერთი აღარ იყო, ყველანი დახოცეს… სოხუმის ტელევიზიის ჟურნალისტი, დღეების მანძილზე ეგდო კიბეზე და შემდეგ ჩააგდეს ჭაში. ”
კომენტარები