ხათუნა ჟორდანია გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინწინ მისმა მეუღლემ, ზურა ხაჩიძემ გაავრცელა. დღეს კი ხათუნამ სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის „ფეისბუკლაივი ” ჩართო, სადაც თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ნამდვილად არ მქონდა არც დიდი სურვილი და არც განწყობა, რომ ეს ჩართვა გამეკეთებია და თქვენთვის ის დიდი სიხარული გამეზიარებინა, რაც მაქვს. წამოსვლის წინ ჩემს ოჯახს ძალიან ცუდი რამე დაემართა, რაზე საუბარიც ახლა არ მინდა. გამოვჯანმრთელდი აბსოლუტურად. ეს ჩართვა იმისთვის გავაკეთე, რომ ვიცი იმ ადამიანებისთვის, ვინც სიმსიმნეს ებრძვის, როგორი ძნელია ამ გზის გავლა და ეს მათთვის სტიმულია.
ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი, იბრძოლეთ ბოლომდე.
მადლობა ექიმებს, მადლობა ჩემი ოჯახის თითოელ წევრს, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ამ შედეგამდე მიგვეღწია.
3 თვის წინ, ჩამოსული ვიყავი, რაც დარჩენილი იყო სიმსივნე, იმაზე გავიკეთე დასხივება. ახლა ექიმმა მითხრა, რომ აღარაფერია დარჩენილი.
ჩემი დიაგნოზი იყო ფილტვის მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე და მე დღეს ჯანმრთელი ვარ.”
კომენტარები