მეგი ბაქრაძის მეუღლე, “მთავარ არხთან” ამბობს:
“ჩვენება შეცვალეს და 3 000 ლარით გამოუშვეს ის ადამიანები… ყველაფერი რომ დროულად რომ გაეკეთებიათ, მეგი, ალბათ, ცოცხალი იქნებოდა…
ახალციხის კლინიკაში მე მივედი 4 საათზე, მეგიმ გაიკეთა ნემსი დაახლოებით პირველის 20 წუთზე, მე დამირეკეს 4 -ისთვის, ჩვენებური სანიტარი მუშაობს და მისმა მეუღლემ დამირეკა… რეანიმაციაში აიყვანეო, ყარაულს უთხრეს, რომ მივედი. რომ ავედი, ბატონი გიორგი იყო აფციაური, ეგ ადგა თავზე, ზეწარი ჰქონდა გადაფარებული მკერდამდე, სახე ჰქონდა გასიებული და რეაგირება არ ჰქონდა, მიცვალებულივით იყო, თვალი თავის ადგილას არ ჰქონდა… ეტყობა, გულს ამუშავებდნენ… არანაირი აპარატურა არ იყო იქ, რაღაც ერთი პატარა…
სასირცხვილოა დღევანდელი გამოძიება. ჯერ როგორ შეაცვლევინეს ჩვენება… შეიძლება გამოძიებამ შეაცვლევინა, შეიძლება დირექციამ. მე დღეს გიორგი აფციაურს შევხვდი, ვკითხე იმ სამზე და დღესაც საავადმყოფოში იყვნენ სამივე და მუშაობდნენ… ჩვეულებრივ რეჟიმში უნდათ განაგრძონ აცრის ჩატარება.
მე უკვე წამალს ვაბრალებ… დააბრალებენ “ასტრაზენეკას”? უნდათ ისევ განაგრძონ ახალციხეში ვაქცინაცია. უნდათ მაგ სამ ადამიანზე გადატეხონ ჯოხი. რომ ჰკითხო, ბატონ მაისურაძეს, არ სცოდნია რა ხდება მის კლინიკაში.
არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი. თუ გამყრელიძე ამბობს პირბადით უნდა ვიაროთო, თუ ეგრე ადვილად გადადის, ჩემ მეუღლეს თუ გადატანილი აქვს, მე რატომ არ შემხვდა, ან შვილებს?
ტელევიიზით ვერ ვიტყვი რას ვაპირებ, რას ვაპირებ, დრო გვიჩვენებს.”
კომენტარები