ყოფილ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა.
რესტორან „მენძელში”, სადაც მერაბიშვილი სადილობდა, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული მარშიდან” გიორგი გაბედავა მივიდა მოქალაქეებთან ერთად, გიორგი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ის ვანო მერაბიშვილს მიმართავს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დაცვა, რომლებიც გიორგი გაბედავას ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, პარალელურ რეჟიმში კი ვანო მერაბიშვილი მშვიდად განაგრძოს სადილს.
“დაალაგე, ვანო, “ოცნებასთან” და შენ გემოზე დადიხარ სადაც გინდა? მერაბიშვილს რამე არ უთხრათ, დაგვიჭერენ, ღადაობთ? ვანო, სანდრო გირგვლიანის ოჯახს ერთხელ მაინც მოუხადეთ? მეგობრებო, ოფიციანტს დაუძახეთ, ორი გვამი უნდათ, მიართვით… როგორ დადიხართ საერთოდ, არ გრცხვენიათ? სად გყავთ კაცი მ@@ვნელები, მოიყვანეთ, მოისვით გვერდით… ნაციონალურ მოძრაობას რომ ვებრძოდი, მაშინ არ გავუგდივარ რესტორნიდან და თქვენ რესტორნიდან გამაგდებთ? გინდათ, რომ დაავიწყოთ ხალხს? ვიცი, ეს “ოცნების” ამოცანა, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, მას მერე ცდილობენ ამათ ტალახიდან ამოთრევას”
მოგვიანებით, გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში, “იმედინიუსის” მასალას ავრცელებს და წერს:
“მედის შემდეგი ნიუსი: ვანოს აბორიგენებმა აქცია მოუწყვეს
ოცნებამ ჩაი@ვა-თქო, რომ ვთქვი იმიტომაც ვერ გაუშვეს ვიდეო…
ადგილობრივი კიარა, ზუგდიდის მაჟორისტარობის კანდიდატი ვარ TV ImediIMEDINEWS მიშას რუსთავი ორს გაასწარით”
კომენტარები