მორიგი თავდასხმა “მთავარი არხის” ჟურნალისტზე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი კაპანაძესთან ინტერვიუს ჩაწერის დროს, ჟურნალისტსა და რესპონდენტს კორპუსიდან წყალი გადაასხეს. მოგვიანებით, “მთავარის” ჟურნალისტს იმავე კორპუსში მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ ალბათ წყლის გადასხმას იმსახურება, რადგან ყ***რად ცხოვრობს.
“-ვინ ხარ ესეთი, რომ დგახარ ჩემ ქუჩაზე და კივიხარ.
– არაუშავს, ღირსი ხარ ალბათ. მე გეუბნები რატომ ყვირიხარ ჩემ ქუჩაზე შენ, ცოტა დააყენეთ ერთი ადგილი. ალბათ იმსახურებ, მე რა ვიცი.
– რითი ვიმსახურებ?
– შენი საქციელით;
– ჩემ საქმეს რომ ვასრულებ ამიტომ ვიმსახურებ?! თქვენ რომ წყალი გადმოგასხან თავზე, მოგეწონებათ?!
– ვერ გადმომასხამ მე წყალს
– რატომ ვერ გადმოგასხამენ?
– იმიტომ რომ სხვანაირად ვცხოვრობ.
– მე რანაირად ვცხოვრობ?
– ყ***რად.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელმაც საელჩოებს, სახალხო დამცველსა და კომპეტენტურ პირებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
კომენტარები