დღეს თბილისში მოქალაქეებმა აქცია გამართეს, საწვავის გაძვირებული ფასის გამო.
აქციაზე ადამიანები დააკავეს, დაკავებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ოთო აბესაძე, წერს:
“დაკავებულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან მათ ოჯახის წევრებს
დაკავებულები არიან წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას.
დაიდება ანგარიშის ნომერი და ავაგროვოთ ფული არ მივატოვოთ ადამიანები გასაჭირში.
0322418505 ამ ნომერზე დარეკეთ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება სასამართლო სხდომები და დაუწერენ ჯარიმებს.
უნდა მოვახდინოთ თანხის მობილიზება.”
კომენტარები