გარდაბანში ათეულობით პირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალები ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, დაპირისპირება ორი სოფლის მცხოვრებლებს შორის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს მომხდარი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დაკავებულებზე ან დაშავებულებზე ინფორმაციას უწყება არ ავრცელებს.
კომენტარები